1.11 =)

December 17, 2008

სასწაულების გჯერათ ?

მე არა =)   ან იქნებ ცოტათჲ მჯერა…

არ მჯეროდა არაფრის საერთოდ სანამ …     არ მოხდა ასეთი რაღაც

წარმომიდგინეთ  3-4 თვის წინ მე ვზივარ სამსახურში და დავხედე საათს – 1:11      ვა რამაგარი ციფრებია არა ? გამეღიმა ..

იმავე საღამოს მაღვიძარას დაყენებას ვაპირებ დავხედე საათს და არის ღამის 1:11  ვააა მეთქი კიდე ..

მეორე დღეა არაფერი ხდება

მესამე დღეს მირეკავს ჩემი ანგელოზი ,

ვილაპარაკეთ ,

გავთიშე , დავხედე მობილზე საათს და 1:11 ,        ეხლა უკვე ოოოოოოოო…

ამის შემდეგ აი ძალიან ხშირად გამეორდა იგივე რომ ვრეკავდი ან მირეკავდა ან რამე საინტერესო ხდებოდა დავხედავდი მობილს და 1:11 იყო  !!!!  გავგიჟდი კინაღამ..

ერთ დღესაც ვილაპარაკეთ შუა დღეა, დავხედე მობილს და არაფერი .. 1:11 არაა  სამის ნახევარი იყო თუ რაღაც .. გამიხარდა, რომ აი ეხლა არაფერი არარის და ის დამთხვევა იყო,   ცოტა ხნის მერე გულმა მიგრძნო რაღაც და დავხედე და  ბოლო ზარის   Duration  (ლაპარაკის ხანგრძლივობას) ს მაჩვენებს 1:11 ს   =(   ვსიოოო არაფერი აღარ მეშველება, ლამისაა ანდერძი დავწერო ღამის 1 საათზე და 11 წუთზე =)))

ერთი ფილმი გვიყვარს   “love me if you dare” ხო იცით ?  =) ჩვენც ვიცით და მაგრად გვიყვარს, ხოდა ერთხელაც მთხოვა, რო ის მომენტი ამომეჭრა ამ ფილმიდან ბოლოს  პოლიციელები რო მისდევენ და better then Life Better Then Freedooom ო რო ყვირის და ხიდს შეასკდება ..

კაი, გავხსენი ამოსაჭრელ პროგრამაში და მოვნიშნე ფილმში ეგ მონაკვეთი და უცებ თავი ცუდად ვიგრძენი =))))  ფილმის ხანგრძლივობის 1 საათზე და 11 წუთზე იწყება ეგ მომენტი ზუსტად !

კიდევ აი მართლა უამრავი რაღაც ხდება ბევრ ადგილას ვამჩნევ ამ ციფრებს და უკვე მაგარს ვკაიფობ და მგონია რო  კარგი უნდათ ამ ციფრებს ჩემთვის და  უნდათ რომ რაღაც მითხრან,

ვინმემ ხოარ იცით რა უნდათ ? =))

The Next One

November 9, 2008

ვბრუნდები
ცივ
თბილ
თბილისში სადაც არავინ მელოდება, არც მე ველოდები რამეს. სიჩუმეა, ისეთი სიჩუმეა სადაც როცა ვარ არაფერი მესმის, წვეთების ხმაც აღარ მესმის ზღვის ხმაც აღარ მესმის, და რაც ყველაზე ჩუმია – სიყვარულის აღარ მესმის..

მე ვწერ, ერთი ადამიანისთვის, – შენთვის

გეხვეწები პირველი ხუთი სტრიქონი კიდევ ერთხელ წაიკითე… ან ბევრჯერ.. მე ძალიან ბევრჯერ წავიკითხე და ვერაფერს მივხვდი, იქნებ შენ მიხვდე რამეს. =)

არ მინდა, რომ მოსაწყენი იყოს და არც ის მინდა, რომ სწრაფად წაიკითხო

ვიხსენებ..

ყველაფერი ყოველთვის რაღაცით იწყება, ჩემი ზაფხულიც დაიწყო, იმით რომ წავედი, ეს ზუსტად ისეთი წასვლა იყო როგორიც შენ გიყვარს – წასვლა რომელიც დარჩენას სჯობს იმიტომ, რომ სიახლეს მოგიტანს.

სიახლეს ვეძებ, იმისთვის რომ მივხვდე მჭირდება თუ არა.

რაღაცეები უნდა გამოვტოვო =) ძალიან წყვეტილია ვიცი მაგრამ ზუსტად ასეთია იმდროს ჩემი აზრები.. წყვეტილი ისევე როგორც წერტილები.. ორი წერტილი

მდინარე შემხვდა, შემხვდა როცა ზღვას ვეძებდი.. ქვებს ვეძებდი.. პატარა ქვებს ვეძებდი რომლებიც ძალიან გვანან ერთმანეთს და არასდროს არ არიან ერთად..
იცი? სამი თავისებური  ხმა აქვს – როცა მოდის  სისინით, როცა ბრაზდება და ჩქეფს და როცა წყნარდება.. სამივე ერთად ცხოვრებაა, მდინარის ცხოვრება,                 ნამდვილია =)

არასდროს არ მიფიქრია მდინარის პირას და ვხვდები, რომ ბევრად საინტერესოა ვიდრე მდინარის გარეშე ფიქრი, გეხმარება, ტვინში ფორებს გიხსნის, გაწვება მიყავხარ, თავისთან მიყავხარ , უცებ გაფხისლებს და გახვედრებს, რომ შენ ისევ მდინარის ნაპირას ხარ, მარტო.. იმდენ რამეს მივხვდი მდინარის პირას, რომ ალბათ მართლა წამიყვანა თავისთან ცოტა ხნით.. რაც მე არ მახსოვს , მაგრამ დაბრუნება მახსოვს ცივი დაბრუნება რომელიც ქვაზე ცივი იყო იმ ქვაზე ცივი რომელზეც ვიჯექი..

სიცივე –
ძალიან თბილია
ვხვდები როგორ ცივდება და მიხარია, რომ ცივდება იმიტომ, რომ ვიცი ეს ჩემი სიცივეა და ყველაზე თბილი სიცივეა.
მე მახსოვს შენი სითბო, ძალიან თბილი და კარგი სითბო რომელიც გაცივდა რაღაცის გამო  ძალიან გაცივდა, ყინულივით. შენ გაცივდი და ეს საშინელებაა მაგრამ იცი რომ მე ეს ძალიან მიხარია? იცი რატომ?  მე ვიცი =)    შენ ჩემში გაცივდი და სამუდამოდ დარჩი ჩემში ცივი ისეთი ცივი რომელიც მწვავს ისეთი თბილია.. და არასდროს არაფერი აღარ მოუვა იმიტომ რომ უკვე ჩემია, ჩემში გაციებული და არა სხვაგან.. . .  .

გუშინ საღამოს მაგრად ციოდა აი ძააან …

ჩავედი ეზოში, ამოვიტანე შეშა და დავანთე ბუხარი =)))   ძააან მაგარია როცა სახლში მარტოხარ და იცი რო სითბო გაკლია გცივა და ამდროს ცეცხლს აანთებ და თბები, მივხვდი როგორ უხარიათ ინდიელებს როცა ცეცხლი უნთიათ და გარშემო დარბიან ბედნიერები =))  მეც გავბედნიერდი რაღაც დროით იმ საღამოს…  ძაან ცხელი იყო ისეთი ცხელი რო მათბობდა და კაი ხასიათზე მაყენებდა..   ბუხარი მიყვარს  მათბობს ხოლმე

ალბათ ერთადერთია ეხლა რაც მათბობს ..

The First One

November 2, 2008

არა უნდა დავწერო, ვიძახდი ვერ დავწერ მეთქი, მაგრამ უნდა დავწერო არ შემიძლია, რომ არ დავწერო გავგიჟდები.
ცხოვრებაში არასდროს არ გამიღვიძია დილით ადრე ჩემით… ყოველთვის ვიღაც მაღვიძებს ან დედა, ან მთვარე, ან ჩემი ლეკვი…. იცი დღეს ჩემით გავიღვიძე, დილას, ადრე ძალიან ადრე და იცი რისთვის ? მინდოდა მზის ამოსვლა მენახა, სიბნელეში ვიჯექი ჩემთან აივანზე და ვუყურებდი იმ წერტილს საიდანაც მზეს ველოდი… … სამი წერტილი  არა ძნელია მუსიკას ჩავრთავ და მის ფონზე დავწერ მეცოდინება როდის დავამთავრო, მე ხომ არ უნდა გავჩერდე.
შენს რჩევას მივყვები და არ გავჩერდები, სულ უნდა ვწერო სანამ მუსიკა დამთავრდება… ნეტა საინტერესო გამოვა ? ეს ხომ პირველია…. … რამდენი რაღაც მოხდა ამ ერთ კვირაში რაც ჩემთვის პირველი იყო…, ძაან გამიხარდა მე ხომ სიახლე მიყვარს  … სამი წერტილი მიყვარს ძალიან იდუმალია
იცი მე ადრე ვცხოვრობდი როცა ჩემთვის მხოლოდ ერთი რამ არსებობდა, იმიტომ რომ მე ის დავინახე, მაშინ როცა მე მარტო ვიყავი ყველასგან დავიწყებყლი, ის იყო ჩემთვის მთვარე, ისეთივე ცივი და თერი, შორი და მიუწვდომელი და ბოროტი მაგრამ ხადახან კეთილი როცა ბოროტება ბეზრდებოდა…… ცოტა ხნის შემდეგ მთვარეს ეს სიკეთეც მობეზრდა და მანაც დამტოვა და დავრჩი მარტო, ცარიელი და უკვდავი.

– გისმენთ ? (უკვე მერამდენეა აღარ ჩემიძლია მარტო მინდა რას მერჩით )
-გიყვარს როცა გამატებენ უცნობები ?
-არა
-არც მე …

და დარჩა, დარჩა და მივხვდი რო სულ იქნებოდა … მეღიმება
იცი რატომ მეღიმება ? ვიცი რომ ეხლა შენც გეღიმება და მე ალბათ უკვე ამისთვის ვარსებობ
იცი ალბათ ამას ველოდი, მე შენ სახელი დაგარქვი გუშინ. ჩემი ბუნებახარ ბუნება რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს არავინ არ აინტერესებს არაფერი, მარტო თავისი თავი უყვარს…. მეც მიყვარს,… მე ბუნება მიყვარს ფანჯრიდან რომ ვიყურები ყველგან ვხედავ, ყველა ფოთოლს ვხედავ,… ფოთლებს რომლებიც სითბოს ასხივებენ და ვერ იტანენ თავისნაირებს…… ისინი უნიკალურები არიან …
მუსიკა მთავრდება… ალბათ მეც უნდა დავამთავრო.. პირველისთვის საკამრისი იქნება… უკვე მერამდენე პირველია იქნებ უკანასკნელიც ? 

მთავარი ხომ მაინც სურვილია

ძალიან მაგარი რამ ყოფილა როცა წერ, ემოციებისგან იცლები, და მშვიდდები როგორც………………ჩამქრალი სიგარეტი

სამი წერტილი მიყვარს …

ბედნიერებაა როცა ადამიანზე ფიქრობ.. დიდი ხნის წინ მივხვდი

ეხლა კი ვხვდები როგორი ბედნიერებაა როცა ადამიანზე წერ .. =)

გაგეცნობით – მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი არაჩვეულებრივი ფიქრებით, მიშა .. 22 წლის ვარ და ეს 22-ე წელი იყო ჩემთვის რაღაც არაჩვეულებრივი და გასაგიჟებელი.

არასდროს არ მიყვარდა წერა სანამ ეს 22 ე წელი არ მოვიდა,

ძალიან ჩვეულებრივი და ამასთან არაჩვეულებრივი ამბავი მოხდა ჩემს ცხოვრებაში

მე შემიყვარდა =) შემიყვარდა ადამიანი რომელზეც გავგიჟდი, გადავირიე და რაღაცეების წერა დავიწყე.. დავარქმევ ლურჯ წერილებს იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ლურჯი.

ეს წერილები რასაც აქ დავდებ არარის ახალი.. და წაკითხული აქვს მხოლოდ იმ ადამიანს.. ეხლა უკვე თქვენც წაიკითხავთ..

წარმოიდგინეთ როგორი სიტუაციაა – იცით აი ადამიანს რომ დაინახავ, გაიცნობ, მერე მიხვალ სახლში და მიხვდები რო თავში რაღაც მოგხვდა და დაგერხა =)

მივედი და დავწერე.. – “The First one”

/wave =)

November 2, 2008

გამარჯობა

ჩვეულებრივი დღეა, კვირა  მშვენიერი თემა აღმოვაჩინე ფორუმზე ბლოგერებზე და გადავწყვიტე მოვსინჯო – ჩემი ფიქრების, აზრების და წერილების გამოქვეყნება ..

იმედია კარგი გამოვა ..

Follow

Get every new post delivered to your Inbox.