The First One
November 2, 2008
არა უნდა დავწერო, ვიძახდი ვერ დავწერ მეთქი, მაგრამ უნდა დავწერო არ შემიძლია, რომ არ დავწერო გავგიჟდები.
ცხოვრებაში არასდროს არ გამიღვიძია დილით ადრე ჩემით… ყოველთვის ვიღაც მაღვიძებს ან დედა, ან მთვარე, ან ჩემი ლეკვი…. იცი დღეს ჩემით გავიღვიძე, დილას, ადრე ძალიან ადრე და იცი რისთვის ? მინდოდა მზის ამოსვლა მენახა, სიბნელეში ვიჯექი ჩემთან აივანზე და ვუყურებდი იმ წერტილს საიდანაც მზეს ველოდი… … სამი წერტილი არა ძნელია მუსიკას ჩავრთავ და მის ფონზე დავწერ მეცოდინება როდის დავამთავრო, მე ხომ არ უნდა გავჩერდე.
შენს რჩევას მივყვები და არ გავჩერდები, სულ უნდა ვწერო სანამ მუსიკა დამთავრდება… ნეტა საინტერესო გამოვა ? ეს ხომ პირველია…. … რამდენი რაღაც მოხდა ამ ერთ კვირაში რაც ჩემთვის პირველი იყო…, ძაან გამიხარდა მე ხომ სიახლე მიყვარს … სამი წერტილი მიყვარს ძალიან იდუმალია
იცი მე ადრე ვცხოვრობდი როცა ჩემთვის მხოლოდ ერთი რამ არსებობდა, იმიტომ რომ მე ის დავინახე, მაშინ როცა მე მარტო ვიყავი ყველასგან დავიწყებყლი, ის იყო ჩემთვის მთვარე, ისეთივე ცივი და თერი, შორი და მიუწვდომელი და ბოროტი მაგრამ ხადახან კეთილი როცა ბოროტება ბეზრდებოდა…… ცოტა ხნის შემდეგ მთვარეს ეს სიკეთეც მობეზრდა და მანაც დამტოვა და დავრჩი მარტო, ცარიელი და უკვდავი.
– გისმენთ ? (უკვე მერამდენეა აღარ ჩემიძლია მარტო მინდა რას მერჩით )
-გიყვარს როცა გამატებენ უცნობები ?
-არა
-არც მე …
და დარჩა, დარჩა და მივხვდი რო სულ იქნებოდა … მეღიმება
იცი რატომ მეღიმება ? ვიცი რომ ეხლა შენც გეღიმება და მე ალბათ უკვე ამისთვის ვარსებობ
იცი ალბათ ამას ველოდი, მე შენ სახელი დაგარქვი გუშინ. ჩემი ბუნებახარ ბუნება რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს არავინ არ აინტერესებს არაფერი, მარტო თავისი თავი უყვარს…. მეც მიყვარს,… მე ბუნება მიყვარს ფანჯრიდან რომ ვიყურები ყველგან ვხედავ, ყველა ფოთოლს ვხედავ,… ფოთლებს რომლებიც სითბოს ასხივებენ და ვერ იტანენ თავისნაირებს…… ისინი უნიკალურები არიან …
მუსიკა მთავრდება… ალბათ მეც უნდა დავამთავრო.. პირველისთვის საკამრისი იქნება… უკვე მერამდენე პირველია იქნებ უკანასკნელიც ?
მთავარი ხომ მაინც სურვილია
ძალიან მაგარი რამ ყოფილა როცა წერ, ემოციებისგან იცლები, და მშვიდდები როგორც………………ჩამქრალი სიგარეტი
სამი წერტილი მიყვარს …
კი, მართლა საყვარლად არის დაწერილი.
მაგრამ რატომღაც მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც აკლია…